ახალი ამბები
იმერეთის გუბერნია - მუნიციპალიტეტებში გარევაჭრობის აკრძალვა არ იგეგემება
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში გარევაჭრობის აკრძალვა არ იგეგმება. გარევაჭრობის რეგულაცია უკვე დაწყებულია ქუთაისში.

მერიის არქიტეტქურისა და ზედამხედველობის  სამსახურის თანამშრომლებმა, 24 აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს. 

გარევაჭრობის აღკვეთას ადგილობრივი თვითმმართველობა მთელი ქალაქის მასშტაბით გეგმავს, გარემოვაჭრეებს კი ალტერნატიულ ფართებს ბაზრების შიდა ტერიტორიებზე სთავაზობს.

მერიის თანამშრომლების მიერ ტერიტორიის დასუფთავების მიუხედავად, გარემოვაჭრეები თავიანთ ადგილებს მაინც დაუბრუნდნენ. 

ქუთაისის მერიის არქიტეტქურის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის თქმით, დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს პოლიციას გადასცემენ.


Print