ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო 112-ში ქუთაისიდან 20-მდე შეტყობინება შევიდა
FaceBook
ქუთაისში  ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20 -მდე შტყობინება შევიდა. საგენტოში ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ, რომ მოსახლეობა,  ძირითადად,   ხეების წაქცევისა და  საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილობრივ დაზიანების შესახებ იტყობინება.

ძლიერმა ქარმა 27 აპრილს თაბუკაშვილის ქუჩაზე, # 36-ე საჯარო სკოლის ეზოში  ხე მოგლიჯა.

სინოპტიკოსები ძლიერ ქარს 28 აპრილის ჩათვლით ვარაუდობენ. 

Print
თეგები: #ქარი #სტიქია #112