ახალი ამბები
მაუდის ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად 700 კვ.მ კომერციული ფართი დაიწვა
FaceBook
ქუთაისში, მაუდის ქარხნის დამწვარი შენობიდან დაზარალებულებს გადარჩენილი ნივთები ამ დრომდე გამოაქვთ. ხანძრის შედეგად შენობაში 700 კვადრატულ მეტრამდე  ფართია განადგურებული.

ინდ.მეწარმეებმა, რომლებსაც მაუდის შენობაში მცირე ბიზნესი ჰქნდათ, მომხდარის შესახებ გვიან ღამით შეიტყვეს.

"დაცვის თანამშრომელს დაუნახია შემთხვევით ცეცხლი და დაგვირეკეს მერე ყველას. რომ მოვედით ცეცხლში იყო ყველაფერი. რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა ერთდროულად. თან ძლიერი ქარი იყო და გართულდა ჩაქრობა. მთლიანდ დაიწვა ჩემი მაღაზია. 15 000 ლარის ზარალი მაინც მაქვს", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული,  ბიძინა ნასაძე.

"30 000 ლარის პროდუქცია მქონდა შიგნით. ყველაფერი დამწვარია", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

შენობაში 6 ინდ. მეწარმის,  ფეხსაცმელების საამქრო, სურსათის მაღაზია და სხვა სახის მცირე ბიზნესი იყო განთავსებული. ხანძრის შედეგად შენობის მეორე  სართული მთლიანად განადგურდა. პირველ სართულზე კი რამდენიმე ოთახია დამწვარი.

ხანძრის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე დაზარალებულები და შენობის მეპატრონე ვერ საუბრობს.

ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძარი 28 აპრილს, გვიან ღამით გაჩნდა.

Print