ახალი ამბები
ქუთაისში ბაზრის მოვაჭრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სტაბილურია
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრის მოვაჭრის, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა,  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაზარალებულის მეუღლის, ლიანა დადიანის თქმით, პაციენტის  პალატაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა  დამაკმაყოფლებელია. პაციენტი ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

ბაზრობაზე მოვაჭრეზე, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მან თავის ჩამოხრჩობა მიმდინარე წლის 24 აპრილს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ქალაქის ცენტრალური ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟის გამო მიმართა.

თუმცა,  როგორც თავად ჯონი დადიანის მეუღლე, ნათესავები და ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები განმარტავენ ჯონი დადიანი გარემოვაჭრეც კი არ იყო მან სუიციდი ბანკის ვალების გამო სცადა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტი დასტურდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც. როგორც სამახურში განგვიმარტეს, შეტყობინება მიმდინარე წლის 24 აპრილს, დილის ოთხ საათსა და 46 წუთზე შევიდა. დახლების დემონტაჟი კი 24 აპრილს, ღამის საათებში მოხდა.


Print