ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში "არაჩვეულებრივი გამოფენის" პერსონაჟების ქანდაკებები დაიდგმება
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ქართული ფილმის პერსონაჟების: პიპინია და აგული ერისთავების, მათი ძაღლის პერის და ბატონი ბონეს კონსტრუქციები დაიდგმება.
ნამუშევრები მოქანდაკე ქეთი მელქაძემ დაამზადა და ის შესაძლოა გვირილობას, 2 მაისს გაიხსნას.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში  ჩვეთან საუბარში განმარტავენ, რომ კონსტრუქციები უკვე დამზადებულია. თუმცა,  როდის განთავსდება ჯერჯერობით არ იციან.

"უკვე მზად არის ოთხი ქანდაკება, მაგრამ გვინდა ასევე მინის კონსტრუქციის დამზადება, რომელიც თბილისში შევუკვეთეთ. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ დაცული იყოს და არ დაზიანდეს",  - ამბობს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, ქანდაკების დამზადება-მონაჟისთვის ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტიდან 5 000 ლარია გამოყოფილი.

ქუთაისის მოტანიკურ ბაღში უკვე დგას კვარცხლბეკი, სადაც ქანდაკებები უნდა მოთავსდეს.

ქუთაისის "ბოტანიკურ ბაღს" მიმდინარე წელს ბიუჯეტიც შეუმცირდა. 2016 წელთან შედარებით ააიპ-ს 43 000 ლარით ნაკლები დაერიცხა, რაც 172 000 ლარს შეადგენს.

Print