ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყალი მეორე დღეა არ მიეწოდება
FaceBook
ქუთაისში მეორე დღეა ნიკეას, სულხან-საბასა და თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მიზეზი ქარის შედეგად საქუსლიას დაზიანებული წყლის რეზერვუარია.

"ძლიერმა ქარმა შეფერხებები გამოიწვია. დღის განმავლობაში ვისაც დილით ჰქონდა გრაფიკი, საღამოს გრაფიკში ჩავსვამთ და იგივე საათობრივ რაოდენობას მიიღებენ ეს აბონენტები", – ამბობს წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორი, ირაკლი ტურძელაძე.

26 აპრილს მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად, სოფელ უკანეთის მოსახლეობასაც არ მიეწოდებოდა. მაშინ კომპანიაში ირწმუნებოდნენ, რომ წყლის მიწოდება მეორე დღეს სრულად აღდგებოდა.




Print