ახალი ამბები
ქუთაისში ძლიერმა ქარმა სკოლის ეზოში ხე მოთხარა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, #36-ე საჯარო სკოლის ეზოში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.
ადგილობრივების თქმით, ხე ქარმა  გუშინ, 26 აპრილს დღის საათებში მოთხარა.

სახანძრო–სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხეებისა და ტოტების ვარდნასთან დაკავშირებით ათობით შეტყობინება შევიდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 28 აპრილამდე შენარჩუნდება.

Print