ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრებ მოვაჭრეს თავის ჩამოხრჩობა დახლების აღების გამო არ უცდია
FaceBook
ქუთაისში კეჩის ბაზრობზე მოვაჭრე ჯონი დადიანს თავის ჩამოხრჩობა დახლის აღების გამო არ უცდია.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან თავად ჯონი დადიანის მეუღლე, ნათესავები და ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები განმარტავენ. მათივე თქმით, თვითმკვლელობის მცდელობა მიმდინარე წლის 24 აპრილს დილის საათებში მოხდა, თუმცა მიზეზი ბანკის ვალები გახლდათ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა კი, ქალაქის ცენტრალური ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარე წლის 24 აპრილს, ღამის საათებში დაიწყო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ, რომ შეტყობინება მიმდინარე წლის 24 აპრილს, დილის ოთხ საათსა და 46 წუთზე შევიდა.

ჯონი დადიანის მეუღლის განმარტებით, მისი ქმარი გარემოვაჭრეც არ იყო და ის ბაზრის შიგნით ვაჭრობდა.

"დაუზუსტებელი, ტყუილი ინფორმაცია გაავრცელეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს ჩვენც და თავიანთ თავსაც და ამის გამო აუცილებლად ვუჩივლებთ ", – ამბობს ჯონი დადიანის მეუღლე.

პაციენტი ამჟამად ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print