ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 9 500 000 ლარი მიიღო
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში 11 377 000 ლარის ცვლილება დაამტკიცა.
ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებული თანხიდან 9 500 000 ლარი მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო.

1 877 000 ლარი კი ბიუჯეტს ადგილობრივი შემოსავლებიდან დაემატა.

ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, ბოლო პერიოდში ქალაქში უძრავ ქონებაზე გაიზარდა მოთხოვნა.

"განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. ასევე, ქალაქის ბიუჯეტში ძირითადი შემოსავლები მივიღეთ სათამაშო ბიზნესიდან", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 26 აპრილის საკრებულოს 32-ე რიგით სხდომაზე დაამტკიცა.

ცვლილებების შედეგად, ქალაქის ბიუჯეტმა 65 470 000 ლარი შეადგინა.

Print