ახალი ამბები
აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით შექმნილი ორგანიზაციების პრეზენტაცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი არის 20-მდე ორგანიზაცია, რომლებმიც აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. მოწვეულ სტუმრებს და დამთვალიერებლებს მათ მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს.

23 წლიანი მუშაობის შედეგი წარმოადგინა "საქართველოს საზოგადოებივ საქმეთა ინსტიტუტმა GIPA".  ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დაფინანსებით დაარსდა და ამ დროის განმავლობაში 40 სხვადასხვა პროექტი განახორციელა.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სასწვალებლის პროგრამების და მოქმედი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ამერიკასთან ერთად გვაქვს განხორციელებული ძალიენ ბევრი პროექტი. დღეს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს ვაცნობთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც გააჩნია GIPA ს", -  განმარტა ღონისძიებაზე  საქართველოს საზოგადოებივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თინათინ კლდიაშვილმა.

წერეთლის უნივერსისტეში საინფორმაციო გამოფენა ამერიკის დღეების ფარგლებში  განხოიელდა. "ამერიკის დღები" ქუთაისში, მიმდინარე წლის 28 აპრილს, გალა კონცერტით დაიხურება.



ამავე თემაზე:


25 აპრილს კინო "საქართველოში" უფასო კინოჩვენებები გაიმართება

ქუთაისში უფასო კინოჩვენებაზე, ბავშვთა სიმრავლის გამო, სეანსი დაამატეს
Print