ახალი ამბები
ქუჩები ქუთაისში, რომელთა რეაბილიტაცია 2017 წელს უნდა მოხდეს
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე წელს გზის საფარის რეაბილიტაცია რამდენიმე ქუჩაზე იგეგმება. ქუთაისიპოსტი გთავაზობთ ამ ქუჩების ჩამონათვალს: ბესიკის ქუჩის I შესახვევი; განჯის ქუჩა;  ნინოშვილის ქუჩის XVI შესახვევი; ფარნავაზ მეფის ქუჩის II შესახვევი; ასათიანი ქუჩის II ჩიხი;  ხორავას ქუჩა #25 ბაგა-ბაღის შესასვლელი; ხუნდაძის ქუჩის ზედა და ქვედა ნაწილი; ასლანიკაშვილის ქუჩის II შესახვევი;
ქეთევან წამებულის ქუჩის II შესახვევი; ნუცა ჩხეიძის ქუჩა;  წერეთლის ქუჩის V შესახვევი.

გარდა ამისა, იგეგმება კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობიდან რაგბის ბაზამდე გზისა და ნიკეას ქუჩიდან სულხან-საბას ქუჩამდე გზის შემაერთებელი მონაკვეთის მოწყობა.

ამ და სხვა პროექტებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიმდინარე წლის 14 მარტს ქუთაისის მუნიციპალიტეტს 9 260 922 ლარი გამოეყო.
Print