ახალი ამბები
დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ
FaceBook
ქუთაისში გარემოვაჭრეებს, რომლებიც პოლიციას არ დაემორჩილებიან დააჯარიმებენ.

ჯარიმების ოდენობა პირველ ჯერზე 20 ლარი, მეორედ 50, ხოლო მესამედ განმეორების შემთხვევაში 100 ლარით განისაზღვრება.

ამის შესახებ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური საუბრობს.

სამსახურმა, ქალაქის ცენტრალური ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარე წლის 24 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო.

მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეთა მაგიდებისგან სრულად გაათავისუფლეს ჭავჭავაძის გამზირი.



Print