ახალი ამბები
"დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს პოლიციას გადავცემთ" - ქუთაისის მერია
FaceBook
ქუთაისი მერიაში, ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კეჩის ბაზრიდან გარევაჭრობის აკრძალვას კანონიერ ქმედებად აფასებენ.
მისივე განცხადებით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები ე.წ კეჩის, ცენტრალური, ნინოშვილისა და ნიკეას ქუჩის ბაზრის ტერიტორიაზე შესთვაზეს, სადაც ადგილის დაქირავებაზე 3 თვიან შეღავათს გაუკეთებენ.

ბაქარ ჭეიშვილის თქმით, დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს პოლიციას გადასცემენ."ამ ეტაპზე მოხდა ტერიტორიების გაწმენდა, ასე ვთქვათ, დასუფთავების აქციები. ეს პერმანენტულად გაგრძელდება. ფალიაშვილის, ბუხაიძის, ბუკიას ქუჩებზე, ასევე მოხდება გარევაჭრობის აკრძალვა", - ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.


მისივე განცხადებით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები ე.წ კეჩის, ცენტრალური, ნინოშვილისა და ნიკეას ქუჩის ბაზრის ტერიტორიაზე შესთვაზეს, სადაც ადგილის დაქირავებაზე 3 თვიან შეღავათს გაუკეთებენ.

ბაქარ ჭეიშვილის თქმით, დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს პოლიციას გადასცემენ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა, ქალაქის ცენტრალური ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარე წლის 24 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო.

მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეთა მაგიდებისგან სრულად გაათავისუფლეს ჭავჭავაძის გამზირი.

Print