ახალი ამბები
როგორ გამოიყურება ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გარემოვაჭრეების დახლების აღების შემდეგ (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარე წლის 24 აპრილს, ღამის საათებში განხორციელდა.


დილიდან კი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ არიან მოვაჭრეები, რომელთა განცხადებით, დახლების გაშლას ვერ ბედავენ, რადგან მათ მაინც ადგილიდან წასვლა მოუწევთ.

"ვდგავართ აქ. რა უნდა ვქნათ? რომ გავშალოთ, მოვა მერია და დაშლის, ნებისმიერ წუთს შეიძლება მოვიდნენ," - აცხადებენ გარემოვაჭრეები.

ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარე წლის 24 აპრილს ღამით დაიწყო. დახლების დემონტაჟი მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა განახორცილეს.

მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილის, ზურაბ დიდბარიძის განცხადებით, ე.წ. კეჩის ბაზრობის შემდეგ, გარევაჭრობა ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც აიკრძალება.



 

Print