ახალი ამბები
კუნგ-ფუ ფაიტინგში იმერეთის პირველობაზე ტყიბულელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს
FaceBook
ტყიბულის სპორტის სასახლეში, კუნგ-ფუ ფაიტინგში, გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი იმერეთის პირველობა გაიმართა.

მასში ტყიბულის კუნგ-ფუსა და კარატეს სკოლები, ზესტაფონის 2 გუნდი, ხარაგაულის კლუბი, თერჯოლის სკოლა, ამბროლაურის ნაკრები და ბაღდათის გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირზე 74 მონაწილე 15 წონით კატეგორიაში გადანაწილდნენ. ასპარეზობაში, ვაჟებთან ერთად, გოგონებიც ჩაებნენ.

გუნდური პირველი ადგილი ტყიბულის "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლამ" დაიკავა, მეორე ადგილზე, 4 ჩემპიონით, ზესტაფონის კლუბი "ავაზა" გავიდა, ხოლო მესამე გუნდური ადგილის მფლობელი, 3 ჩემპიონით, ხარაგაულის კლუბი გახდა.

პირველობაზე მონაწილე ჩემპიონები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

იმერეთის პირველობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისა და ტყიბულის "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ-ს სკოლის" ორგანიზებით ჩატარდა.

თეონა ჯანელიძე



Print