ახალი ამბები
ქუთაისში სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებისას დარღვევები გამოვლინდა
FaceBook
ქუთაისში გასულ წელს ექვსი სტომატოლოგიური დაწესებულება შემოწმდა, ოთხ მათგანში კი დარღვევები გამოვლინდა.

არ მუშაობდა ერთი კლინიკა. ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

2016 წელს გამოვლენილი დარღვევები სამედიცინო ნარჩენების მართვას (28,5%), დაწესებულების ეზოს სანიტარულ სისუფთავესა (43%) და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის უსაფრთხო გადაადგილების პირობების (28,5%) არ ქონას ეხებოდა.

2015 წელს კი 16 სტომატოლოგიური დაწესებულება შემოწმდა. მათ შორის არ მუშაობდა ერთი.

დარღვევები 10 შემთხვევაში გამოვლინდა.

ცხრა შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

დაღვევები ეხებოდა ინფრასტრუქტურისა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალების, შენობის დასუფთავებასა და დეზინფექციას - 10,5%; სამედიცინო ნარჩენების მართვა - 21%; დეზინფექციისა და სტერილიზაცია - 37%; სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება - 31,5%.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ქუთაისში სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება მიმდინარე წელს ჯერ არ დაწყებულა.



Print