ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ამერიკის დღეები გაიხსნა
FaceBook
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში ამერიკის დღეების კვირეული გაიხსნა.

პირველი ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც საქართველოში აშშ საელჩოს პრესატაშემ სასწავლებლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექცია წაიკითხა.

"საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა არის მეგობრობის კარგი მაგალითი. ჩვენ გვაკავშირებს 25 წლიანი ურთიერთობა. მიხარია, რომ ერთი კვირის განმავლობაში ამ დღეს მიეძღვნება არაერთი ღონისძიება", - განაცხადა საქართველოში ამერიკის სალეჩოს პრესატაშემ, დავიდ ბენტონმა.

ამერიკის დღეების ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

მიმდინარე წლის 25 აპრილს კინო "საქართველოში" ამერიკული ფილმების ჩვენება გაიმართება, ასევე მოეწყობა გამოფენები და საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია.

"ამერიკის დღები" ქუთაისში, მიმდინარე წლის 28 აპრილს, გალა კონცერტით დაიხურება.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო.
Print