ახალი ამბები
"ენერგო პრო ჯორჯიას" დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით სასამართლოში უჩივიან
FaceBook
"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრს შპს "გზამშენი XXI" საქალაქო სასამართლოში უჩივის.

კომპანია ელექტროენერგიის მოხმარებისთვის 2015 წელს დარიცხული 1432,33 ლარის ჩამოწერას ითხოვს.

"გვითხრეს, რომ მრიცხველი დაზიანდაო. მიგვაჩნია, რომ არ იყო დაზიანება და ეს უკანონოდ დაგვაკისრეს," - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში შპს "გზამშენი XXI"-ის წამომადგენელი, შოთა ენდელაძე.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა 2015 წლის იანვარში აღრიცხის კვანძის გაუმართაობის ფაქტი გამოავლინეს. მათი თქმით, შპს "გზამშენი XXI"-ის მრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას.

"გაუმართაობის აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში ის აღმოიფხვრა და ენერგოკომპანიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით "გზამშენი XXI"-ს 1432,33 ლარი დაარიცხა. კომპანიის გადაწყვეტილება შპს "გზამშენი XXI"-მა თავდაპირველად სემეკში გაასაჩივრა, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ მისი პრეტენზია არ გაიზიარა და დარიცხვა ძალაში დატოვა. ამის შემდეგ მათ სასამართლოს მიმართეს, სადაც კომპანია ასევე დაასაბუთებს თავისი პოზიციის სისწორეს და იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში.

Print