ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 23 და 24 აპრილს არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, დღის და ღამის საათებში დაბალი ტემპრატურა შენარჩუნდება, ხოლო მთაში შესაძლებელია მოთოვოს.

"23 აპრილს მოსალოდნელია 13 გრადუსი სითბო, ხოლო 24 აპრილს ტემპერატურა 11 გრადუსამდე გათბება. მთაში და მაღალ მთაში შესაძლოა იყოს თოვლჭყაპიც", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ.

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფრომაციით, დასავლეთ საქართველოში 26 აპრილს ღამით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. მთაში -3, ხოლო დაბლობში 3
გრადუსი სითბო იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, 26 აპრილიდან გამოიდარებს, თუმცა დასავლეთ საქართველოში 27-28 აპრილს კვლავ აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.

 

Print