ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ პირის დაკავებისას 168 აბი "სუბოქსინი" ამოიღო
FaceBook

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ერთი პირი დააკავეს.


1974 წელს დაბადებული ა.კ. პოლიციელებმა ლანჩხუთში აიყვანეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 168 აბი "სუბოსქინი" ამოიღეს.

ა.კ.-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდიანრეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკურლი საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

Print