ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა გზის საფარის რეაბილიტაციას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევის მოსახლეობა გზის საფარის რეაბილიტაციას ითხოვს.

ადგილობრივების განმარტებით, გზა უკვე წლებია მწყობრიდანაა გამოსული და როგორც ავტომობილებით, ასევე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

"უამინდობაში ტალახით ვართ შეწუხებული უკვე მერამდენე წელია და კარგ ამინდში მტვერი გვახრჩობს. ამდენი ხანია ვითხოვთ დახმარებას და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ისე მაინც გაგვიკეთონ, რომ გავლა შესაძლებელი იყოს,"- ამბობენ ადგილობრივები.

მესხიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევში მცხოვრები მოსახლეობის განმარტებით, გზის შეკეთების მოთხოვნით ქალაქის მერიას არაერთხელ თხოვეს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შესახვევში გზის რეაბილიტაცია საკანალიზაციო ქსელის მოწყობის შემდეგ განხორციელდება, რაც მათივე განმარტებით, სავარაუდოდ 2017 წლის დასასრულს დაიწყება.


Print