ახალი ამბები
ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე - 5 დაღუპულიდან ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალია
FaceBook
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.


შემთხვევა მიმდინარე წლის 23 აპრილს ღამის საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი შვიდი თვის ორსული ქალბატონია.

შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print