ახალი ამბები
ორი ქართველი საცვლებში დამალული 90 000 დოლარის გატანისთვის ბირმის აეროპორტში დააკავეს
FaceBook
რადიო „თავისუფლების“ ცნობით, მიანმარში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

მიანმარის პოლიციამ სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ორი მოქალაქე იაგონის აეროპორტიდან საცვლებში დამალული თანხის გატანას ცდილობდნენ.

სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილები 90 000 აშშ დოლარის ქვეყნიდან უკანონოდ გატანას ცდილობდნენ.

დანაშაულში ეჭვმიტანილი 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ. სამართალდამცველების ვარაუდით, მათ თანხა სავალუტო ჯიხურიდან მოიპარეს.

 

 

Print