ახალი ამბები
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი რუხი ფერის ავტომობილია
FaceBook
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების 29% რუხი/ვერცხლისფერი, 16% კი თეთრი ფერისაა.

ამ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს. უწყების მიერ ჩატარებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების კვლევის თანახმად, 2016 წლისთვის საქართველოში სულ 1 126 470 ერთეული მსუბუქი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილია რეგისტრირებული. ავტოპარკში 81,6% მსუბუქი ავტომობილია.

კვლევის მიხედვით, მათი უმეტესობა რუხი/ვერცხლისფერია. ასეთი ფერის სულ 292 450 ავტომობილია რეგისტრირებული.

რუხი ფერის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი თეთრი და შავი ფერის ავტომობილებია.

როგორია მსუბუქი ავტომობილების კლასიფიკაცია ფერების მიხედვით ნახეთ ინფოგრაფიკაში:


შსს კვლევის მიხედვით, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. ზრდის მაჩვენებელმა 2016 წელს 8% შეადგინა.








Print