ახალი ამბები
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა პარლამენტმა დაამტკიცა
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა დაამტკიცა.

"საგზაო მოძრაობის" შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ლიმიტირებული, 100 ქულიანი სისტემა ინერგება, რომელიც, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესაბამისად შემცირდება.

უწყებამ უკვე განსაზღვრა, თუ რამდენი ქულით დაჯარიმდებიან მძღოლები კონკრეტული დარღვევისთვის.

კალენდარული წლის განმავლობაში, 100 ქულანი ლიმიტის ამოწურის შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობის აღება თავიდან მოუწევს. იმ შემთხვევაში თუ ერთი წლის განმავლობაში ქულების რაოდენობა ორჯერ განულდება, სამართალდამრღვევს უფლება აღარ ექნება გავიდეს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე 12 თვის განმავლობაში.

კანონი, ასევე ითვალისწინებს ე.წ. უკონტაქტო პატრულის ამოქმედებას, რომელიც პოლიციელის მიერ საგზაო მოძრაობის კონტროლს მძღოლთან კონტაქტის გარეშე გულისხმობს. უკონტაქტო პარტულს უფლება აქვს დარღვევა დააფიქსიროს და მძღოლი გაჩერების გარეშე დააჯარიმოს, თუმცა, იგი 100 ქულიან სისტემას ქულებს არ აკლებს.

"საგზაო მოძრაობის" შესახებ ახალი კანონი 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.



Print