ახალი ამბები
კონკურსი "შეNსქალAქსდაუTOვე" დასრულდა
FaceBook
საქართველოს 10 ქალაქში ნატოს თემაზე წინასწარ შერჩეული ობიექტები მოიხატა.

კონკურსი "შეNსქალAქსდაუTOვე" თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, რუსთავში, ოზურგეთსა და მარნეულში ჩატარდა.

ნატოს დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საუკეთესო ესკიზების ავტორების მიერ მოხატული ობიექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართება.

I ადგილზე გარდაბანსა და თბილისში მოხატული ნამუშევრები გავიდა, II ადგილი ქუთაისმა, ხოლო III ზუგდიდმა დაიკავა.

ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს.

პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ბუდაპეშტში, მეორე ადგილზე გასული მონაწილეები კი ბულგარეთში გაემგზავრებიან.

გამარჯვებული მონაწილეები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ დააჯილდოვეს.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბულგარეთის საელჩოსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ აღინიშნა.




კონკურსის ფარგლებში ქუთაისში კედელი მოხატეს
Print