ახალი ამბები
"დედამიწის დღესთან" დაკავშირებით ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა
FaceBook
"დედამიწის დღესთან" დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21 აპრილს ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

"ქუთაისის მერია პერმანენტულად ატარებს ასეთ აქციებს და დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი. ჩართულია მერიის სამსახურები, ყველა დაქვემდებარებული ორგანიზაცია და ის მოქალაქეები, ვისაც აქვს სურვილი, რომ შემოგვიერთდეს", - განაცხდა ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა.

ქუთაისის ქუჩები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით დაწყებული აქციის, "სუფთად ევროპისკენ" ფარგლებში დასუფთავდა.

ქუთაისში დასუფთავების აქცია მიმდინარე წლის 22 აპრილს მუხნარის ტყეში გაგრძელდება.
Print