ახალი ამბები
"სექსუალურ შევიწროებას ქალები თავის სახელს ვერ არქმევენ" - შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში, გენდერი და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზები - ამ ძირითად საკითხებზე ქუთაისელ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს.

ის არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარმა" პროექტის "სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცე" ფარგლებში გამართა, რომელსაც ის 2016 წლიდან ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" ერთად ახორციელებს.

"საფარის" იურისტის, თამარ გოლიჯაშვილის თქმით, სექსუალური შევიწროების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების დონე დაბალია. მისივე განმარტებით, ქალებს პრობლემაზე სახელის დარქმევა, იდენტიფიცირება და მის აღმოფხვრაზე ბრძოლა უნდა შეეძლოთ.

"ჩვენი პროექტი ეხება სექსუალურ შევიწროებას საჯარო სივრცეში, რომელიც არ არის იმდენად გამოხატული, მაგრამ ძალიან ხშირი პრობლემაა საქართველოში. სექსუალურ შევიწროებას ქალები თავის სახელს ვერ არქმევენ. ეს შეიძლება იყოს არასასურველი სახის ვერბალური ან არავერბალური კომუნიკაცია, შეხება, დასტვენა და ძალიან ბევრი სხვა რამ", – ამბობს ორგანიზაციის იურისტი, თამარ გოლიჯაშვილი.

"საფარმა" აღნიშნულ თემაზე ქუთაისში შეხვედრა პირველად ჩაატარა.

ის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის "რა მოხდა ქუჩაში" ჩვენებით დასრულდა, სადაც ქალები მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე ღიად საუბრობენ.



Print