ახალი ამბები
22 აპრილს ქუთაისში ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიკლებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 22 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 22 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ 10 გრადუსამდე გათბება.

" 21 აპრილს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 22 აპრილს დაიკლებს ტემპერატურა, მოსალოდნელია ძალიერი წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი", - აცხადებს გარემოს ეროვნული საგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მის თქმით, მიმდინარე წლის 23 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა დღის პირველ ნახევარში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 23-25 აპრილს კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.

Print