ახალი ამბები
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლის სახურავებს შეუკეთებს
FaceBook

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი 35 ოჯახის დაზიანებულ სახლის სახურავს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.




ამ მიზნით ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 20 მარტს 247 611 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170005907) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით განახორციელოს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადები 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ.

 




 

Print