ახალი ამბები
მეუფე კალისტრატე: "ქუთაისელ რაგბისტებს თამაში მოვაგებინე" (ვიდეო)
FaceBook
მეუფე კალისტრატემ საკვირაო ქადაგებისას ქუთაისელი რაგბისტების გამარჯვებაზე ისაუბრა.

"ამ გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა გუშინ.

ჩემთან მოვიდა გუნდის ხელმძღვანელი და მითხრა, მძიმე მდგომარეობაში ვართო, ქუთაისს "ნიჩია" გვჭირდებაო.

აქედან ლოცვით მივედი იქ… ჯერ პარაკლისი გადავიხადე, მთავარანგელოზი გაბრიელიც მეხმარება ხოლმე… ღვთისმშობელს შევთხოვე…

როგორც მაშინ ვთხოვე, ტანკი რომ მოგვადგა… ტანკები რომ გავაბრუნე… აი, ასეთი სასწაული დაუშვა გუშინ ღმერთმა. წარმოიდგინე, რომ მთელი სახელმწიფო დაინტერესებული იყო მოწინააღმდეგის გუნდის გამარჯვებით…

ჩვენს ბიჭებს აქედან ვაკონტროლებ… 6-ით ნოლს იგებენ… მერე რაღაც შეტრიალდა… წაგება უნდოდა ჩვენი ვიღაცას და… ჯარიმა უნდა დაარტყან სამქულიანი"…



ვიდეო, რომელიც "კვირის პალიტრის" პორტალზე გავრცელდა, ერთი კვირის წინ უნდა იყოს გადაღებული და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ქუთაისის "აიას" შერკინებაზე საუბრობს სავარაუდოდ "აკადემიასთან" დიდ ათეულში.

Print