ახალი ამბები
ხონში ევროკავშირის ხეივანი გაშენდა
FaceBook
ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიმბოლიკით, 28 ძირი იფანი დაირგო. ევროპის კვირეულის ფარგლებში ხონში ევროპის ხეივანი გაშენდა. ქალაქის ცენტრში სიმბოლურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიმბოლიკით, 28 ძირი იფანი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, გიორგობასთან და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოსულმა სტუმრებმა მიიღეს.
მხარის გუბერნატორმა, ვიცე გუბერნატორთან, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, საკრებულოს თავჯდომარესთან და წევრებთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიმბოლიკიანი ნერგები დარგეს. ხეივნის გაშენებაში მონაწილეობდა გადაცემა "ეტალონის" წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელიც ხონელების განსაკუთრებული მეგობარია.
ხეივანი სსიპ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაშენდა.

Print