ახალი ამბები
"გვირილობა 2017" ღონისძიებათა პროგრამა
FaceBook

მიმდინარე წლის 2-3 მაისს ქუთაისში ტრადიციული გვირილობის დღესასწაული გაიმართება. გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას, რომელიც ქუთაისის მერიის მიერაა დაგეგმილი.


2 მაისი
10:00 ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიერ (ჩოხოსნების, საპატრიარქოს ჩოხოსნების ახალი წევრების კურთხევა საზოგადოებების "ქუთაისელის", "ბაღისკიდის" ჩართულობით ბაგრატის ტაძრის ეზოში);
11:30 ნუმიზმატიკური გამოფენა ქუთაისის მერიის ფოიეში;
11:00 დიპლომატიური კორპუსის მიღება ქუთაისის მერიაში;
11:30-12:00 "გვირილობა 2017" თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე;
12:00-12:30 ტრადიციული სამი ოთარის ძეგლის პატივგება;
12:00-დან დღის განმავლობაში: ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების გამოფენა საგამოფენო დარბაზში "ვარლა";
12:30 "გაცოცხლებული დები იშხნელები" ცენტრალურ ბაღში (მოსწავლეები შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს დები იშხნელების რეპერტუარიდან);
12:00-დან დღის განმავლობაში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ მსურველთათვის სახეების მოხატვა და ჩანახატების შექმნა, სტენდებზე ფოტოგადაღება (ბაღისკიდის მიმდებარე ტერიტორია);
12:00-დან დღის განმავლობაში ხელნაკეთი ნამუშევრების და გვირილების გამოფენა-გაყიდვა ქველმოქმედების მიზნით ბაღისკიდის მიმდებარე ტერიტორიაზე;
12:00-დან დღის განმავლობაში ფოტოგამოფენა ბაღისკიდის მიმდებარე ტერიტორიაზე;
12:00-დან დღის განმავლობაში პუშკინის ქუჩაზე იმერული საოჯახო მარნების ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია;
12:00-დან დღის განმავლობაში ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა მონპლეზირის თაღთან;
14:00-დან დღის განმავლობაში ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა TBC-გალერეაში;
14:00-დან დღის განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა ცენტრალური მოედანზე;
13:00-დან დღის განმავლობაში ორმაისობის რეტრო-ფოტო-ატელიე მიმების მონაწილეობით მონპლეზირის თაღთან (ფოტოსტენდი საშა ჩიქოვანისა და სხვა ცნობილი ქალბატონების გამოსახულებით, რომელზეც იქნება ამოჭრილი სახეები, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ ფოტო).
12:00-დან დღის განმავლობაში ტყვიის სროლა მუზეუმის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე;
12:00-დან დღის განმავლობაში მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, ქუჩის ხელბურთი, ტანვარჯიში, ფარიკაობა, მინდვრის ჰოკეი ცენტრალურ ბაღში;
16:00-16:30 ჯომარდობა მდინარე რიონზე;
14:00 ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანის გახსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში (თაბუკაშვილის ქ.2);
10:00-16:00 კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი მუხნარის ტყეში;
14:00-17:00 ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში;
14:00-დან დღის განმავლობაში იმერეთის რაიონების შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი;
16:00 ნიღბების თეატრალიზებული პერფორმანსი ბავშვებისთვის ქალაქის რეაბილიტირებული უბანში;
17:00 თოჯინების თეატრის სპექტაკლი "ნაბო" ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში;
15:00 რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული კინოთეატრ "საქართველოს" შენობაში -
ნაჩვენები იქნება: "ჩვენ ჩვენი წინაპრებიდან მოვდივართ"; 17:00 "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი";
19:00 ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სარეკლამო ვიდეორგოლის პრეზენტაცია და კონცერტი მესხიშვილის თეატრში;
21:00 კონცერტი როძევიჩის ქ. #2-ში სკოლა "ლამპართან" DJ EDO;
21:00 გალა-კონცერტი ცენტრალური მოედანზე (DJ ძაპა; ჯგუფები "ურსა" და "რეზო და ბავშვები").

2-3 მაისი
12:00-17:00 ყვავილების ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში "გარდენია შევარდნაძე".
(სანერგე და დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვა ცოცხალი მუსიკის თანხლებით)'
12:00-17:00 ცენტრალური ბაღში კომპანია "FLORA WESTLAND"-ის სანერგე და დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვა მუსიკალური გაფორმებით;
12:00-18:00 წიგნების ფესტივალი "პალიტრა L" პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
11:00-დან დღის განმავლობაში საბავშვო ატრაქციონები ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

3 მაისი
12:00 "გაიცანი ჩემი ქალაქის" (ქუთაისის უბნების ისტორია) გამარჯვებული ვებ-გვერდის/ბლოგების დაჯილდოება მერიის სხდომათა დარბაზში;
12:00 "შემოქმედი მასწავლებლების კრებულის" პრეზენტაცია მერიის სხდომათა დარბაზში;
13:00 გოგილო ნიკოლაძის მემორიალური დაფის გახსნა გოგილო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში;
14:00 კიშინიოვის ფოლკლორული ანსამბლის "რაფსოდია" კონცერტი წერეთლის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში;
17:00 "ფერების ფესტივალი" ბალახვნის 100-საფეხურიან კიბეებთან;
16:00 ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის "სავარძელი" პრემიერა" (რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეულის" დახურვა);
18:00 თემურ ყვითელაშვილის კონცერტი ლ.მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

 

Print