ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე წერეთლის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა
FaceBook
ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმა.

ამ საკითხებზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მას პარლამენტის წევრი სოფო ქაცარავა და მტავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ნატალია ჯალიაშვილი და თორნიკე დვალი უძღვებოდნენ.

"გვსურს რეგიონის მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა და ცხადია, რომ სტუდენტებთან ამ თემებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია", – ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი, თორნიკე დვალი.

შეხვედრა პროექტის "ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პრცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის" ფარგლებში განხორციელდა.

ის მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანი რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

ქუთაისში შეხვედრა პირველად გაიმართა. მსგავსი ღონისძიებების მოწყობა წლის ბოლომდე საქართველოს ათ ქალაქში იგეგმება.


Print