ახალი ამბები
ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე ავტომობილი იწვის (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ ავტომობილი იწვის.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, ვოლკსვაგენის მარკის ავტომობილის მძღოლი ხანძრის გაჩენის მომენტში საჭესთან იჯდა. გოგონამ მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და დაზიანება არ მიუღია.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო და საპარტულო პოლიციის ბრიგადები.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რამ გამოიწვია ავტომობილში ცეცხლის გაჩენა ამ დროისთვის უცნობია და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.



Print