ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილები შესაძლოა მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას გადასცეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქში პარკირების ორგანიზების უფლების მოსაპოვებლად აუქციონი მესამედ გამოაცხადა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი მესამედაც ჩაიშლება, ქუთაისის მერია თავად დააფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში პარკირების ორგანიზებას მოახდენს.
ქუთაისის ვიცე– მერის კოტე ქავთარაძის თქმით, აუქციონის პირობები წინა ორი აუქციონის პირობების მსგავსად უცვლელია.
"აუქციონი ქალაქში პარკირების ორგანიზების უფლების მოსაპოვებლად ერთ ლოტად გამოცხადდა, თანხცა ისევ 660 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ისევ ჩაიშლება, ქუთაისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარკირების ორგანიზება და  მართვა თავის თავზე აიღოს," – ამბობს ქუთაისის ვიცე–მერი კოტე ქავთარაძე.
აუქციონი მიმდინარე წლის 22 მაისს დასრულდება.
ანა ჯანაშია

Print