ახალი ამბები
ქუთაისში სომხურმა დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი წარმოადგინა (ვიდეო)
FaceBook
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, სპექტაკლი "საბრალდებო დასკვნა" წარმოადგინა.

"პირველად ვართ ქუთაისში და ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", როგორც სპექტაკლი, ქართულად პირველად ვაჩვენეთ. ეს სპექტაკლი პირველად ოზერგეთში ერთ–ერთ ფესტივალზე წარმოვადგინეთ, რომელიც ნოდარ დუმბაძის ხსოვნას ეძღვნებოდა", – ამბობს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, ლუიზა ხაჩატუროვა.



სპექტაკლის რეჟისორი არმიან ბაიანდურიანია. მასში მოწვეული ქართველი და სომხური დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

წარმოდგენას მაყურებელი ახალციხეში, გორსა და თელავშიც ნახავს. 

სპექტაკლი ქართველი მსახობის, გივი ბერეკაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
Print