ახალი ამბები
ქუთაისს სომხეთის კონსული ეწვია
FaceBook
ქუთაისის მერიაში სომხეთის გენერალურ კონსულს, იეღიშე სარგსიანს უმასპინძლეს. 

დიპლომატი ქუთისის მერს, შოთა მურღულიასა და იმერეთის გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს შეხვდა.

სომხეთის საკონსულოს წარმომადგენელი ქუთაისს პირველად ესტუმრა. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, მათ შორის რეგიონისა და ქალაქების დამეგობრებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ", –ამბობს სომხეთის კონსული,  იეღიშე სარგსიანი. 

"სომხეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მიმაჩნია, რომ ქალაქებს შორის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს", – აღნიშნა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ. 

იეღიშე სარგსიანი სომხეთის საკონსულოს აჭარაში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში წარმოადგენს.


Print