ახალი ამბები
ქუთაისში "აკაკის ხეივანი“ გაიხსნა
FaceBook

ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში "აკაკის ხეივანი" გაიხსნა.



აკაკი წერეთლის სახელობითი ხეივანი ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და პარკის დირექტორმა, გიზო თავაძემ გახსნეს.

უახლოეს ხანში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკს, ასევე ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი შეემატება.

პარკში უკვე არსებობს ქართველი მწერლების ოტია იოსელიანის და რეზო ჭეიშვილის ხეივანი.

 

 

Print