ახალი ამბები
19 აპრილი - სიმპსონებისა და LSD დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.



19 აპრილი, ისევე როგორც ბევრი სხვა დღე, წმინდანების დღეა. 1012 წლის 19 აპრილს დანიელებმა აწამებს ეპისკოპოსი ელფია, რომელიც მოგვიანებით, როგორც წესი და რიგია, წმინდანად გამოაცხადეს.

1529 წელს 19 აპრილს, შპაოიერში რეიხსტაგზე გერმანელი კათოლიკები და პროტესტანტები საბოლოოდ გაიყვნენ.

1775 წლის 19 აპრილს ლეკსინგტონში შეტაკება მოხდა ამერიკულსა და ბრიტანულ არმიას შორის, რის შემდეგაც დაიწყო ამერიკის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

1810 წელს არც ვენესუელა ჩამორჩა სხვებს და დაიწყო ბრძოლა ესპანეთიდან დამოუკიდებლობისთვის.

1939 წელს ბელგიამ იყოჩაღა და ნიდერლანდებს გამოეყო.

1850 წელს პანამის სრუტის აშენება დაიწყო აშშ-მ და ინგლისმა.

1919 წელს პირველად და წარმატებით გამოსცადეს პარაშუტი.

1941 წელს აშშ-ს სენატმა თანხმობა განაცხადა აშშ დახმარებოდა ისრაელს საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

1943 წელს ალბერტ ჰოფმანმა პირველად გამოსცადა LSD.

1987 წელს ეკრანებზე პირველად გამოჩნდა მულტსერიალი "სიმპსონები".

Print
თეგები: #19 აპრილი