ახალი ამბები
"მაკდონალდსის" წინ ავტოსადგურის მშენებლობა იგეგმება - გოგი წულაია
FaceBook

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსადგურის მშენებლობის შესახებ განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გააკეთა.


მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული "მაკდონალსის" შენობის წინ ავტოსადგურის გახსნას თემურ ჭყონია გეგმავს.

"იმის მაგივრად, რომ მომისმინონ და განტვირთონ ის ქუჩა, სადაც უკვე გადადგილებაც და სუნთქვას შეუძლებელია, ესენი კიდე რაღაცას ამატებენ," - განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ.

ქუთაისი მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ადგილზე ავტოსადგურის მშენებლობაზე თვითმმართველობაში განცხადება ამ დროისთვის არ შესულია. მერიაში გოგი წულაიას მოუწოდებენ, განცხადების დასაზუსტებლად შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოს.


 

 

Print