ახალი ამბები
საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" სუპერლიგის ფინალშია
FaceBook
საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩში "ქუთაისმა" რუსთავის საკალათბურთო კლუბი ანგარიშით 89:69 დაამარცხა და ფინალში გადავიდა.

მატჩი მიმდინარე წლის 18 აპრილს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ცნობილია იმ გუნდის ვინაობაც, ვინც "ქუთაისს" ფინალში დაუპირისპირდება.

ქუთაისის საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამოს" შეხვდება, რომელმაც ½ ფინალში "ბათუმი" 106:82 დაამარცხა.

ფინალური შეხვედრა მიმდინარე წლის 29 აპრილს შედგება.

Print