ახალი ამბები
ენგურის ხიდზე "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებს (ფოტო)
FaceBook
ენგურის ხიდზე, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" დროშაა აღმართული.

მოქალაქეები, რომლებიც ენგურის ხიდით სარგებლობენ ამბობენ, რომ ის დიდი ხანია რაც ამ ადგილზეა.



"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ ამჟამად ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდი დაწყებული არაა, რის გამოც შეზღუდვები და რეგულაციები არ ვრცელდება. შესაბამისად, ეს კანონდარღვევად არ ითვლება.

"წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადების შემდეგ, კანონმდებლობა ადგენს თუ სად უნდა განთავსდეს საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა", ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის იურისტი, ლელა მოწონელიძე.

საქართველოს სახელმწიფო, ხუთჯვრიანი დროშა კი ხიდთან მდებარე პოლიციის შენობასთანაა აღმართული. 

Print