ახალი ამბები
"ნათელი ინტეგრალები" - წიგნის დაბეჭდვისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის საპატიო მოქალაქის ცირა შალაშვილის წიგნის "ნათელი ინტეგრალები" დაბეჭვდა იგეგმება.

ამ მიზნით მერიამ მიმდინარე წლის 18 აპრილს 3 250 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულია 500 გვერდიანი წიგნი შავ თეთრ ქაღალდზე დაბეჭდოს.

მიმწოდებელმა ტექსტის შეტანა კომპიუტერში, დაკაბადონება, სარკეზე ამოღება, რედაქტირება, წინათქმა, გარეკანის მხატვრობა და ტექსტისათვის მხატვრული თავსართ-ბოლოსართების დართვა უნდა უზრუნველყოს.

ასევე, წიგნს უნდა ქონდეს ქუთაისის მერიის ლოგო და წარწერა: "გამოცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტრის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ".

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კომპანია 300 ცალ წიგნს დაბეჭდავს, რომელთა მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ტენდერში განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 5 აპრილს იწურება.
წიგნის გამოცემა პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, ცირა შალაშვილის 75 წლის იუბილეს უკავშირდება.

 

Print