ახალი ამბები
25 აპრილს კინო "საქართველოში" უფასო კინოჩვენებები გაიმართება
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად ქუთაისში კინო "საქართველოში" უფასო კინოჩვენები გაიმართება.

მიმდინარე წლის 25 აპრილს 10:00 საათიდან საღამოს 20 საათამდე რამდენიმე ამერიკული ფილმის ჩვენება მოხდება.

ფილმები "ალადინი", "ნიუზის", "პირადი მცველი", "სასიკვდილო იარაღი 3" და "ბეტმენის დაბრუნება" ინგლისურად ქართული სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

აშშ - სა და საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის იუბილის აღნიშვნა ქუთაისში მიმდინარე წლის 24 აპრილს დაიწება და 28 აპრილს გალა კონცერტით დასრულდება.

Print