ახალი ამბები
ქუთაისში აკაკი წერეთლის ბიუსტი და მისივე სახელობის ხეივანი გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში აკაკი წერეთლის ბიუსტი და მისივე სახელობის ხეივანი გაიხსნება.
მწერლის ბიუსტი ბრინჯაოში ქუთაისელმა მოქანდაკემ გიორგი კიკვაძემ ჩამოასხა.

ქუთაისის მერიის ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორის გიზო თავაძის თქმით, ბიუსტის დასამზადებლად თანხა დაწესებულების ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

"4 500 ლარი დასჭირდა მის ჩამოსხმას და ეს არის მინიმალური თანხა. რეალურად, 10-12 ათასი ლარია საჭირო ასეთი ბიუსტის დასამზადებლად", - განაცხადა გიზო თავაძემ.

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის ბიუსტისა და მისივე სახელობის ხეივანის გახსნა, 19 აპრილს, 2 საათზეა დაგეგმილი.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში პირველად ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა. პარკში ასევე მოეწყო მწერალ რეზო ჭეიშვილისა და ცისფერყანწელთა ხეივანი.






Print