ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში "ვერცხლისწყლის პროექტის" გამარჯვებულები დააჯილდოვეს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ვერცხლისწყლის კამპანიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.



ვერცხლისწყლის კამპანია და გარემოს დაცვის ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენთათვის 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

"დავაჯილდოვებთ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გაიმარჯვეს პროექტში, რომელიც ვერცხლისწყალზე სხვადასხვა ესსების მომზადებას ითავლისწინებდა. ვერცხლისწყალი ერთ-ერთი საშიში ნივთიერება არის, რომელიც საქართველოში ჯერ იმდენად დიდი რაოდენობით არ მოიპოვება, თუმცა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროექტში", - განაცხადა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ია პაპიაშვილმა.

პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონიდან 10 გამარჯვებული გამოვლინდა.

"ვეცადე მხატვრულად გადმომეცა ის პრობლემები და თემის აქტუალურობა, რაც ვერცხლისწყალს უკავშირდება. მიხარია, რომ პროექტში წარმატება მოვიპოვე," - ამბობს პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, სალომე გაფრინდაშვილი.

18 აპრილს, ასევე, წერეთლის უნივერსიტეტსა და სსიპ გარემოს დავცის ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

Print