ახალი ამბები
სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ცხადდება
FaceBook
საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ცხადდება.

მისი ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) .

კონკურსში
მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს შეუძლია.

მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა უნდა გაიარონ.

საკონკურსო ნაშრომი მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მხოლოდ ერთს უნდა ეხებოდეს. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს წარდგენა სხვადასხვა მიზნის შესახებ.

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 21 მაისია.

IDFI-ის ინფორმაციით, I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე დაჯილდოვდებიან.

გამარჯვებულ ნაშრომებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და IDFI-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. კონკურსის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო ესე, ავტორის ფოტოს, სახელისა და გვარის მითითებით, IDFI-ის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე განთავსდება.



Print