ახალი ამბები
18 აპრილი - რომის პაპისა და ჟანა დ'არკის უცოდველად აღიარების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


18 აპრილი რადიომოყვარულების მსოფლიო დღეა.

იუნესკომ კი 18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების დღედაც გამოაცხადა.

18 აპრილი ისტორიაში მარტინ ლუთერთანაა კავშირში. 1521 წელს კათოლიკური ეკლესია კვლავ მარტინ ლუთერის საქმითაა დაკავებული.

რელიგია აღელვებთ მე-17 საუკუნის ინდოეთშიც. 1669 წელს ინდოელმა მმართველმა აურანგბეზმა ინდუსების ყველა ტაძრის განადგურება ბრძანა.

1791 წელს ინდოეთს არც ინგლისი ჩამორჩა მძიმე გადაწყეტილებების მიღებაში: ინგლისის პარლამენტმა უარი თქვა მონობის გაუქმებაზე აფრიკის კოლონიებში.

ამასობაში, ანუ 1846 წელს ამერიკელმა გამომგნებელმა ტელეგრაფის აპარატი დაპატენტა.

1853 წლის 17 აპრილს კი გაიხსნა აზიაში პირველი სარკინიგზო ხაზი.

1870 წელს ვატიკანმა მიიღო კანონი პაპის უცოდველობის შესახებ.

1909 წელს კი ვატიკანს როგორც იქნა ჟანა დ არკი გაახსენდა და ორლეანელი ქალწული წმინდანად სცნო.

1941 წელს რეაქტიული თვითმფრინავის მესერშმიტის პირველი გაფრენა განხოციელდა.

1949 წელს ირლანდია ბრიტანეთის თანამეობრობიდან გამოვიდა და რესპუბლიკად გამოცხადდა.

Print
თეგები: #18 აპრილი