ახალი ამბები
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველი ადგილის მფლობელი, ქუთაისის 21–ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ნია ქორიძე გახდა. მას მერიისგან 200 ლარიანი ფულადი თანხა ერგო. მეორე ადგილზე გასულ, ქეთი ინასარიძეს 150 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს, ნინი ხარაიშვილს 100 ლარი გადაეცა.

"უფრო მეტი პოპულარიზაცია უკეთდება ქართულ ენასა და კალიგრაფიას და უნდა გაგრძელდეს მსგავსი კონკურსები", – ამბობს პირველი ადგილის მფლობელი, ნია ქორიძე.


კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრები

მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილის მფლობელი 24–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნატო დანგაძე გახდა. მეორე ადგილზე, მე–10 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნანა ტორჩინავა გავიდა, ხოლო მესამეზე მე–2 საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ ჭუმბურიძე.

სულ გამარჯვებული ხუთი მოსწავლე და მასწავლებელი გახდა. დანარჩენებს 80–80 ლარის ოდენობის თანხა გადაეცათ.

კონკურსზე საჯარო და კერძო სკოლების 48 პედაგოგი და 65 მოსწავლე იყო ჩართული.

კალიგრაფიის კონკურსი  წელს უკვე მესამედ გაიმართა და მისი მიზანი ქართული დამწერლობის ინდივიდუალიზმის პოპულარიზებაა.
Print